შუახევის მუნიციპალიტეტში ხიდებისა და დამცავი ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე 3 ახალი ხიდის მშენებლობა დასრულდა, ხოლო 2 ხიდის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა.
დასრულდა ხაბელაშვილები-გომის მთის მიმართულებით ახალი ხიდის მშენებლობა, ხოლო აქტიურად მიმდინარეობს ხიჭაური-ნაღვარევის და ნაღვარევი-ძაღიანის მიმართულებით ახალი ხიდების მშენებლობის პროცესი.
ასევე რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს ბეტონის საყრდენი კედლებისა და გაბიონების მშენებლობა.